ჰეროინის მომხმარებელთა რაოდენობა აშშ-ში კატასტროფულად იზრდება. ამის მიზეზი ნარკოტიკული საშუალების გაიაფება გახდა. სტატისტიკური მონაცემებით, 2002 წელთან შედარებით ჰეროინის მომხმარებელთა რიცხვი 63 პროცენტით არის გაზრდილი, რაც იმით არის განპირობებული, რომ სიიაფის გამო ჰეროინს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს.