სასტუმრო თბილისი - მარიოტში ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერი მაია ფანჯიკიძე გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინატორს რუსეთთან, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებში, დოქტორ გერნოტ ერლერს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესები, ასევე ისაუბრეს ასოცირების შეთანხმების შესრულების მდგომარეობაზე და გერმანია-საქართველოს ურთიერთობებზე.
‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერმა მაია ფანჯიკიძემ დოქტორ გერნოტ ერლერს პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო და ყურადღება გაახმახვილა იმ რეფორმებზე, რომლებიც სახელმწიფოში აუცილებლად უნდა გატარდეს.