დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარემ და იუვალ ფუქსმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. არჩილ ხაბაძემ სტუმარს რეგიონში მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ასევე ებრაელი ინვესტორებისთვის საინტერესო მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება.
„ყოველთვის მიხარია ბათუმში სტრუმრობა. პირველად არჩილ ხაბაძეს 2 წლის წინ შევხვდი, მას შემდეგ რეგიონში ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით პროგრესი შეიმჩნევა. ჩვენ დაინტერესებული ვართ ტურიზმითა და სოფლის მეურნეობით, რაშიც აჭარას დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ ვისაუბრეთ ქართველებსა და ებრაელებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე, ინვესტიციებზე. ვფიქრობ, წელს ბევრი ებრაელი ტურისტი ეყოლება ბათუმს,“ - განაცხადა იუვალ ფუქსმა შეხვედრის შემდეგ.
ისრაელის ელჩმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ისრაელში მიიწვია.