რუმინეთში რუსული სანავთობო კომპანია „ლუკოილის“ აქტივები დააპატიმრეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ბუქარესტის სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. საქმე ეხება ფინანსურ მაქინაციებსა და ფულის უკანონო გათეთრებას, რის გამოც კომპანიის აქტივების დაყადაღება გარდაუვალი გახდა. „ლიკოილის“ აქტივები რუმინეთში 2 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.