უკრაინული ინტერნეტ-საიტ „ფოკუსზე“ მიმდინარე გამოკითხვის მიხედვით, პოლიტიკოსთა შორის უკრაინელები ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს ენდობიან. ამის შესახებ გამოცემა Joinfo.ua წერს.
ამ მომენტისთვის რეიტინგს ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხელ სააკაშვილი ლიდერობს. მეორე ადგილს იკავებს რადას დეპუტატი დიმიტრი იაროში, მესამე საპატიო ადგილზე კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძეა. იულია ტიმოშენკო ჯერჯერობით მეოთხე ადგილზეა.
თითოუელ მომხმარებელს ხმის მიცემა მხოლოდ ერთხელ შეუძლია, თუმცა ერთდროულად შესაძლებელია რამდენიმე პოლიტიკოსის შეაფასება.
ხმის მიცემა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მისი საბოლოო შედეგები კი 1-ელ აგვისტოს იქნება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ტოპ-10- ში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ადგილი ჯერჯერობით არ მოიძებნა.