ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს შეხვდა. საელჩოს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ერსა და ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ კავშირზე ისაუბრეს.
ელჩმა ფუქსმა მადლობა გადაუხადა მერს ებრაულ თემთან სამაგალითო ურთიერთობისთვის და ხაზი გაუსვა ტურიზმის, ინვესტიციებისა და კულტურის დარგებში თანამშრომლობის მზარდ პოტენციალს.
მხარეებმა ასევე ახსენეს ბათუმსა და აშდოდს შორის არსებული თანამშრომლობა, რომელთა დაძმობილების მემორანდუმს 2012 წელს მოეწერა ხელი.