რუსეთი შეერთებული შტატებისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა დებორა ჯეიმსმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებში ამერიკული სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის განთავსება სწორედ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს უკავშირდება. ჯეიმსმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამოც, რომ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე მხოლოდ ნატოს წევრი 4 ქვეყანა დათანხმდა და ალიანსის წევრ ქვეყნებს საფრთხეებზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდა.