გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც სრებრენიცაში 1995 წელს განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას გენოციდად აღიარებს, რუსეთმა ვეტო დაადო. რეზოლუციის პროექტი ბრიტანულმა მხარემ შეიმუშავა. გენოციდი სრებრენიცაში 20 წლის წინ, ზაფხულში განხორციელდა. სერბმა გენერალმა რატკო მლადიჩმა ქალაქი 11 ივლისს აიღო და 8 ათასამდე მუსლიმი მამაკაცი მოკლა.