დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძის განცხადებით, საბერძნეთში მყოფი ქართველები სამშობლოში მასობრივად დაბრუნებას არ აპირებენ. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ დუმბაძემ ჟურნალისტებტან განაცხდაა, მომავალ კვირას მისი პირველი მოადგილე ათენსა და სალონიკში, გაემგზავრება და ქართველების პრობლემებს გაეცნობა.
,,გუშინ მე მოვიწვიე სპეციალური სხდომა, რომელზეც გადაწყდა, რომ მომავალ კვირას ჩემი პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი გაემგზავრება ათენსა და სალონიკში, სადაც ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ გაივლის იმ პრობლემატიკას, რაც მათ წინაშეა. ჩვენ მიერ მოწვეულ იქნა ასევე საბერძნეთის საელჩოს მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, რომელთანაც ხანგრძლივი საუბარი გვქონდა", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.