სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით (NCDC) და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართება კონფერეცია თემაზე საქართველოში რეპროდუციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის მეორე კვლევის შედეგები Reproductive Age Mortality Study – RAMOS.
კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, USAID-ის მისიის ხელმძღვანელი სტეფენ ჰაიკინი. ასევე, დარგის ექსპერტები, დედათა და ბავშვთა საბჭოს წევრები, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
RAMOS წარმოადგნეს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ქვეყანაში დედათა სიკვილდილიანობის მაჩვენებლების, მიზეზებისა და გამომწვევი ფაქტორების დადგენისა და დედათა სიკვდილიანობის რეგისტრაციის ხარისხის შეფასებისათვის. დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლების სწორი გაზომვა არსებითია უსაფრთხო დედობის უზრუნველყოფაზე მიმართული ღონისძიებების შეფასებისათვის და მტკიცებულებებზე დამყარებული პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობისთვის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ რეპროდუქციულ ასაკის ქალთა სიკვდილიანობის კვლევა საქართველოში მეორედ 2014 წლის ჩატარდა და შესწავლილ იქნა 2012 წლის მონაცემები.
2014 წლის RAMOS კვლევის მიზნები იყო: რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის მიზეზების დადგენა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და სტატისტიკური აღრიცხვიანობის არსებული სისტემების შეფასება, ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში გართულებების მქონე ქალებისთვის დაწესებულებებში გაწეული სამედიცინო მომსახურების სტანდარტების შეფასება და მტკიცებულებებზე დამყარებული რეკომენდაციების მიწოდება ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი პირებისათვის.