ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. საქმეში საქართველოს ექსპრეზიდენტია ბრალდებული. მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ბრალი ორი მუხლით აქვს წაყენებული (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება). საქმეზე ბრალი სააკაშვილს 2014 წლის აგვისტოში წარედგინა.