"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტს ალტერნატიულ წინადადებას შესთავაზებს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კანონპროექტი დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის შენიშვნების გარეშე დამტკიცდება. დეპუტატები ეროვნული ბანკიდან საბანკო საზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფაზე მეორე მოსმენით იმსჯელებენ. პირველი მოსმენით პროექტი უკვე მიღებულია.