რომის პაპი ლათინური ამერიკის ქვეყნებში ვიზიტებს განაგრძობს. ეკვადორის შემდეგ ფრანცისკ პირველი ბოლივიას სტუმრობდა. პონტიფიკოსს ქალაქ ელ-ალტოში ბოლივიის ლიდერმა უმასპინძლა. ევო მორალესმა რომის პაპს კოკას ფოთლები აჩუქა, რომელიც ბოლივიაში წმინდა მცენარედ ითვლება, გაეროს კონვენციით კი ნარკოტიკულ საშუალებად არის მიჩნეული. შეხვედრისას პონტიფიკოსმა კაპიტალიზმის საფრთხეებსა და ამ საფრთხეებისგან დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელთა დაცვის მნიშვნელობაზეც იასუბრა. ბოლივიიდან რომის პაპი პარაგვაიში გაემგზავრება.