ახალი „სპორტის სასახლე“, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან აშენდა, მზად არის ექსპლუატაციისთვის. ამის შესახებ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა „2030“–ის ეთერში განაცხადა.
„11–12 ივლისს ახალ „სპორტის სასახლეში“ გაიმართება პირველი სატესტო შეჯიბრი. აღნიშნული არენა მოესწრო და „ბ“ გეგმა არ დაგვჭირდა“, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
მისისვე თქმით, ოლიმპიური ფესტივალის მისაღებად მთლიანობაში 11 ახალი ობიექტი აშენდა.