ხვალ, 9 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი გაემგზავრება ხორვატიაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო, მაღალი დონის ყოველწლიურ ფორუმში ფორუმში.
მინისტრი სიტყვით გამოვა პანელზე: “საგარეო, უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკა: ურთიერთკავშირი და ურთიერთ დამოკიდებულება“. ხორვატიის ფორუმი წელს მაღალი წარმომადგენლობით ხასიათს ატარებს. მას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკავშირის უმაღლესი პირები.
საგარეო უწყების ცნობით, ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს, როგორც თავის ხორვატ კოლეგა ვესნა პუშიჩთან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
შეხვედრებზე განიხილავენ, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ასევე რეგიონში არსებულ ვითარებას, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.