შეთავაზებების პაკეტი, რომელიც ბერძნულმა მხარემ საერთაშორისო კრედიტორებს ხვალ უნდა წარუდგინოს, თითქმის მზადაა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ალექსის ციპრასმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს ორ-სამ დღეში ევროჯგუფთან საერთო ენის გამონახვას შეძლებს. ფინანსური დონორებისთის წინადადებათა წარდგენის ვადა ევროზონის წევრმა ქვეყნებმა ათენს ხვალამდე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საბერძნეთს შესაძლოა ევროზონა დაატოვებინონ.