ყოველკვირეულ ფრანგულ გამოცემა „კვირის გაზეთისთვის“ (JDD) მიცემულ ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის მინისტრი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით მის მოლოდინებზე საუბრობს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვა რუსეთთან დაძაბული ვითარების ფონზე მიმდინარეობს.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე საუბრისას, თინათინ ხიდაშელი აღნიშნავს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ომის თავიდან აცილებაა. თავდაცვის მინისტრი რუსეთის მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებზე საუბრობს.
„რუსეთი არღვევს ჩვენს საჰაერო სივრცეს, იტაცებს ჩვენს მოქალაქეებს და აგრძელებს სხვა არალეგალურ ქმედებებს საზღვირსპირა რეგიონებში. ამ პროვოკაციაზე პასუხის გაცემა რუსეთის წისქვილზე დაასხამდა წყალს. ისინი ელოდებიან შეცდომის დაშვებას ჩვენი მხრიდან, მაგრამ ჩვენი მთავრობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია თავიდან ავიცილოთ ახალი ომი საქართველოში. ჩვენ აღარ გვინდა მეტი მსხვერპლი.“, - აცხადებს თინათინ ხიდაშელი.