აბაშიძე-კარასინის შეხვედრა 15 ივლისს  პრაღაში გაიმართება. ამის შესახებ, ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებზე იმსჯელებენ.
 აბაშიძის განმარტებით შეხვედრაში  საგარეო უწყების წარმომადგენლებთან ერთად ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტიც  მიიღებს მონაწილეობას.