საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ბერძენიშვილის განცხადებით საქართველოს აქვს ევროპული კურსი და ის არ გადაიხედება
მისივე განმარტებით, ცალკეული დეპუტატების ეჭვი ევროპულ კურსთან დაკავშირებით ეს არის მისი პირადი პრობლემა, რომელიც კავშირში არაა მმართველი გუნდის არჩევანთან.
,ცალკეული დეპუტატის რაიმე ეჭვი ეს არის მისი პირადი პრობლემა და ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კავშირში იყოს კოალიცია ,,ქართული ოცნების” არჩევანთან” _განაცხადა ბერძენიშვილმა.
კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრმა გოგი ქავთარაძემ ალიანსის მიმართ პარალამენტის რიგგარეშე სესიაზე უკმაყოფილება გამოხატა და აღნიშნა, რომ ადამიანის მსგავსად ქვეყანასაც აქვს თავმოყვარეობა.
,,კოლეგებო, შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ და გამკიცხოთ კიდეც, მაგრამ მე მაინც მინდა ასეთი განცხადება გავაკეთო რას გვახვეწნინებ ამ ნატო-ში შესვლას? დავიჯერო, ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან ზოგი უფრო მეტად იმსახურებს წევრობას, ვიდრე ჩვენ?შეხედეთ, როგორ იბრძვიან ჩვენი ბიჭები ნატო-ს ჯარისკაცების მხარდამხარ. თუ გვიფიქრია იმაზე, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ჩუმ-ჩუმად ქირქილობენ, როცა ვიხვეწებით ნატო-ში გაწევრიანებაზე და ისინი არ გვიღებენ. როგორც ამბობენ, ადამიანის მსგავსად ქვეყანასაც აქვს თავმოყვარეობა”, - განაცხადა ქავთარაძემ.