შარაპოვასთან შეხვედრა მაიძულებს ჩემი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოვაჩინო. ამის შესახებ მსოფლიოს პირველმა სერენა უილიამსმა განაცხადა. „მე ვაღმერთებ მასთან თამაშს. ის მაიძულებს მაქსიმალურად დავიხარჯო და თავადაც ბოლომდე იხარჯება. მასთან შეხვედრას მოუთმენლად ველი,“-აღნიშნა უილიამსმა. მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელები ერთმანეთს უიმბლდონის ტურნირის ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან.