მადრიდის რეალისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ლიდერმა მისთვის უცნობი გოგონა კაფეში დაპატიჟა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ლას-ვეგასში მან მობილური ტელეფონი იპოვა. რონალდუ დაკარგული ტელეფონის პატრონს დაუკავშირდა და კაფეში სავახშმოდ მიიწვია. ახალგაზრდა გოგონამ ოსტინ ვულსტენჰიულმა ივენთის ამსახველი ფოტოები ინსტაგრამზე დადო.