ჩეჩნეთის ლიდერი დასავლეთს ახალ ბრალდებას უყენებს. რამზან კადიროვის მტკიცებით, „ისლამური სახელმწიფოს“ რადიკალური დაჯგუფება დასავლეთის სპეცსამსახურების შექმნილია, რათა ისლამურ რელიგიას უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩამოაშოროს. „ისეთი საზარელი დანაშაულების ჩადენა, რასაც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები სჩადიან, არამხოლოდ ჭეშმარიტ მუსლიმანს, არამედ უღმერთოებსაც არ შეუძლიათ. ეს ხალხი უბრალოდ, ზომბირებულია. ისინი ამ სისასტიკეების ჩასადენად სპეციალურად მოამზადეს. ეს იმისთვის ხდება, რომ ისლამი სისასტიკესა და განუკითხაობასთან ასოცირდებოდეს,“-აღნიშნა კადიროვმა.