მსოფლიოს პირველიჩოგანი უიმბლდონის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. ნოვაკ ჯოკოვიჩმა მერვედფინალში სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი დაამარცხა. შეხვედრა თითქმის 4 საათს გაგრძელდა და სერბის გამარჯვებით, 6:7 (6:8), 6:7 (6:8), 6:1, 6:4, 7:5 დასრულდა. მეოთხედფინალში ჯოკოვიჩი ხორვატ მარინ ჩილიჩს დაუპირისპირდება.