უიმბლდონის ტურნირის ნახევარფინალისტს, მარია შარაპოვას არასპორტულ საქციელში ადანაშაულებენ. ამერიკელი ჩოგბურთელის, კოკო ვანდევეგეს მტკიცებით, შარაპოვა მეტოქის ჩაწოდებისას ადგილს იცვლიდა, რაც საჩოგბურთო კანონებით აკრძალულია. ვანდევეგემ ამის შესახებ მსაჯსაც აცნობა, თუმცა რეფერიმ შარაპოვას მხრიდან დარღვევა ვერ დააფიქსირა. მეოთხედფინალური შეხვედრა შარაპოვას გამარჯვებით დასრულდა.