მარია შარაპოვა უიმბლდონის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. რუსმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში ამერიკელი კოკო ვანდევეგე დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 48 წუთს გაგრძელდა და შარაპოვას გამარჯვებით, 6:3, 6:7 (3:7), 6:2 დასრულდა. ნახევარფინალში შარაპოვა მსოფლიო პირველ ჩოგანს, სერენა უილიამსს დაუპირისპირდება.