რომის პაპი ლათინური ამერიკის ქვეყნებს სტუმრობს. ფრანცისკ პირველმა მესა ეკვადორის დედაქალაქში გამართა. პონტიპიკოსის ქადაგებას ბისენტენარიოს მოედანზე 320 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. რომის პაპმა ლათინურ ამერიკაში მცხოვრებ კათოლიკეებს ერთიანობისა და რწმენის გაძლიერებისკენ მოუწოდა. ეკვადორიდან ფრანცისკ პირველი ჯერ ბოლივიაში, შემდეგ კი პარაგვაიში გაემგზავრება.