ევროკავშირი ევროზონიდან საბერძნეთის გასვლის სცენარისთვის ემზადება, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კი საერთაშორისო კრედიტორთა დასარწმუნებლად ევროპარლამტის ტრიბუნას გამოიყენებს. ევროპელ პარლამენტართა წინაში ალექსის ციპრასი დღეს წარსდგება. არ არის გამორიცხული, მან ის წინადადებებიც გააჟღეროს, რომელსაც საერთაშორისო დონორებს სთავაზობს. წინადადებათა ახალი პაკეტის წარმოსადგენად ციპრასის მთავრობას ერთი დღე აქვს.