ზურაბ ჟვანიას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეიდან იწყება. საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. მათ წინაშე ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე და ყოფილი პრემიერის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მიხეილ ძაძამია წარსდგებიან. მსაჯულების შერჩევა 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ისინი განაჩენს დაახლოებით ერთ თვეში გამოიტანენ. გამოძიება ყოფილი პრემიერის დაცვის სამსახურის წევრებს სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება, რამაც პრემიერის სიკვდილი გამოიწვია.