შსს რეფორმირებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დღესსაკანონმდებლო ორგანოში იმსჯელებენ. საკითხი პლენალურ სხდომაზე მესამე მოსმენით გადის. ინიციატივა, რომელიც კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, შსს-დან უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის გამოყოფასა და ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომლის ხელმძღვანელსაც 6 წლის ვადით პარლამენტი აირჩევს. პირი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს, არც მთავრობის წევრი და არც რომელიმე პოლიტიკური წრის წარმოადგენელი იქნება. კანონმდებლები სესიის ფორმატში მთის კანონში, ენის შესახებ კანონში განსახორციელეელ ცვლილებებს, ასევე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.