პარლამენტი დღეს მთავრობას ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს გადაუგზავნის. მთავრობის მიერ შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ პროექტი დასამტკიცებლად კვლავ პარლამენტს დაუბრუნდება. დოკუმენტის მიხედვით, სხვადასხვა უწყებების დაფინანსება 159 მილიონი ლარით მცირდება. შემცირება ეხება საჯარო მოხელეების ხელფასებსაც (ჯამში 27 მილიონით). შემცირებული თანხებიდან საგარეო ვალის მომსახურებაზე 53 მილიონი დაიხარჯება, რაც ძირითადად ვალუტის კურსის ცვლილებით არის გამოწვეული, მთავრობის სარეზერვო ფონდი 20 მილიონი ლარით, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 85 მილიონი ლარით გაიზრდება. ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია სხვადასხვა უწყებებში შტატების 120 ერთეულით გაზრდაც.