გლდანის მე-8 სასჯელარსრულების დაწესებულებაში სავარაუდოდ სუიციდს ფაქტს ჰქონდა ადგილი. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა 7 ივლისს 15:46-ზე მოხდა. 35 წლის პატიმარმა, რომელიც 6-კაციან საკანში იყო განთავსებული, ტავი სავარაუდოდ საპირფარეშოში მოიკლა. გარდაცვლილი თანასაკნელებმა აღმოაჩინეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილი სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.