მასშტაბური ტერორისტული აქტები იემენში. ტერორისტთა სამიზნე ელ-ბეიდის ცენტრალური რაიონი გახდა. დანაღმული ავტომანქანა ადგილობრივ ბაზართან ამოქმედდა, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ათამდე კი მძიმედ დაშავდა. მანამდე დანაღმული მანქანა რადიკალებმა იემენის დედაქალაქ სანაში ააფეთქეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.