თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, პირველად საქართველოში დიასპორებთან ურთიერთობის სტრატეგია შემუშავდა. როგორც უმრავლესობის წევრმა „არჩევანის“ ეთერში განაცხადა, ეს სტრატეგია ორჯერ იყო განხილული მთავრობის სხდომაზე.
„აქამდე არც წინა ხელისუფლებას უზრუნვია ემიგრანტებზე და არც იმის წინას. არ არსობობდა არანაირი სტრატეგია დიასპორებთან ურთიერთობის მიმართულებით. პირველად საქართველოში ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეს სტრატეგია მომზადების პროცესშია, უკვე ორჯერ მთავრობაზე იყო განხილული. ეს სტრატეგია შემუშავებულია და ამ სტრატეგიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა დეპუტატმა.
ამასთანავე ირაკლი სესიაშვილმა განმარტა, რომ ამ სტრატეგიის ფარგლებში მოხდება დიასპორებთან ურთიერთობის სისტემატიზაცია და მაქსიმალურად ხელი შეეწყობა საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ემიგრანტებს.