ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი დასტინ ჰოფმანი კინოინდუსტრიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, თანამედროვე კინოს მდგომარეობაკრიტიკულია. „ვფიქრობ, კინემატოგრაფი თავისი ისტორიის მანძილზე ყველაზე ცუდ მდგომარეობაში იმყოფება. ამას ვერ ვიტყვი ტელევიზიაზე, რომელიც არასდროს ყოფილა ისეთი ხარისხიანი, როგორც დღესაა,“-აღნიშნავს ჰოფმანი.