ტურ დე ფრანსის მესამე ეტაპი მასობრივი არეულობით დასრულდა. არეულობა ერთ-ერთი ველომბრბოლელის წაქცევამ გამოიწვია. შედეგად 20-მდე სპორტსმენი წაიქცა, მათ შორის, შვეიცარიელი ფაბიან კანჩელარიც, რომელიც რბოლაში ლიდერობდა. ინციდენტის შედეგად სპორტსმენებმა სხეულის სხვადასხვა სახის ტრავმები მიიღეს.