საქართველოს პრეზიდენტსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. გიორგი მარგველაშვილმა ნურსულთან ნაზარბაევს 75 წლის იუბილე მიულოცა.
საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ თანადგომისთვის, რომელსაც ყაზახეთი საქართველოს მიმართ იჩენს, განსაკუთრებით თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს გაწეული დახმარებისათვის.
საუბრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობა განიხილეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. პრეზიდენტებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს. ყაზახეთის პრეზიდენტი საქართველოს სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალით დაინტერესდა.
გიორგი მარგველაშვილმა ნურსულთან ნაზარბაევი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.