საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა გადადგომის შემდეგ, კაბინეტი, მეუღლესთან ერთად მოტოციკლზე ამხედრებულმა დატოვა, - ამის შესახებ ფოტომასალა უცხოური მედიასაშუალებებით ვრცელდება, მას უპასუხისმგებლო პიროვნებად მოიხსენიებენ.
საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა გუშინ განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმში ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს მთავრობას და ხმა მისცეს საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნების წინააღმდეგ.
„რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებიდან ცოტა ხანში გამაგებინეს, რომ ევროჯგუფის ზოგიერთი წევრი და სხვა „პარტნიორები“ ისურვებდნენ, რომ მე აღარ მიმეღო მონაწილეობა შეხვედრებში და პრემიერ-მინისტრს ეს დაეხმარებოდა მოლაპარაკებების პროცესში. ამიტომ დღეიდან მივდივარ ფინანსთა მინისტრის პოსტიდან,“ დაწერა ვარუფაკისმა ტვიტერში. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ მისმა თანამემამულეებმა „თამამი არჩევანი“ გააკეთეს.