სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 12 ივლისიდან დაიწყება. ამის შესახებ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
,,12 ივლისს, კვირას დილიდ ცხრა საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე გაიყიდება ბილეთები”, _განაცხადა სიჭინავამ.
შეგახსენებთ, რომ უეფა-ს სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება.