ტრაგიკული ინციდენტი მოსკოვში. 35 წლის მამაკაცმა 16 წლის გოგონა და მისი ძაღლი მე-7 სართულის ფანჯრიდან გადააგდო. როგორც წინასწარი ძიებით გაირკვა, ახალგაზრდებმა ძაღლის გამო იჩხუბეს, რის შემდეგაც მამაკაცმა ფანჯარასთან მდგარ გოგონას ხელი ჰკრა, შემდეგ კი ფანჯრიდან მისი ძაღლიც გადააგდო. გოგონა სხეულის უმძიმესი დაზიანებებით ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე კომაში იმყოფება.