საერთაშორისო კოალიცია შეერთებული შტატების მეთაურობით „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას აძლიერებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა პენტაგონში გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენი მთავარი სამიზნე ისლამური სახელმწიფოს ლიდერები და სირიაში მათი ინფრასტრუქტურაა, საიდანაც ჯიჰადისტთა პროპაგანდა და კამპანია ვრცელდება. ისინი მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან,“-აღნიშნა ობამამ.