თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი პირობას დებს, რომ აფაქიძის №13 სახლის ჩამონგრევის ფაქტი, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა, სასწრაფოდ იქნება გამოძიებული. ეს განცხადება „2030“-ის ეთერში გაჟღერდა.
„ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული აღნიშნული საქმე და ყველა, ვინც არის დამნაშავე აღნიშნულში, დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.
შეგახსენებთ, თბილისში, დღეს სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის №13-ში გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობის რამდენიმე სართული ჩამოინგრა.