კატალონიური ბარსელონასა და არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერმა ლიონელ მესიმ კოპა ამერიკა 2015-ის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზე უარი თქვა. ამის მიზეზი ფინალურ შეხვედრაში დამარცხება გახდა. გადამწყვეტი შეხვედრა არგენტინელებმა ჩილესთან პენალტების სერიაში დათმეს. განაწყენებულმა მესიმ ტიტულის მიღება არ ისურვა და მიუხედავად ჩემპიონატის ორგანიზატორთა თხოვნისა, ჯილდო არ აიღო.