მსოფლიო საფეხბურთო ჩმპიონატი ქალებს შორის აშშ ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ამერიკელმა ფეხბურთელებმა ფინალში იაპონიის ნაკრები 5:2 დაამარცხეს. მათ პირველი 4 გოლი მეტოქის კარში შეხვედრის პირველ 15 წუთში გაიტანეს და გამარჯვება პირველივე წუთებიდანვე გაინაღდეს. ქალთა ფეხბურთის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 1991 წელს გაიმართა და ყოველ 4 წელიწადში ტარდება.