პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტს უნდა ჰქონდეს ყოველდღიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან იმაზე, რაც პარლამენტში იხილება. ამის შესახებ მან ინტერფრაქციული ჯგუფის დახურულ შეხვედრაზე დასწრების შემდეგ, ჟურნალისტებტან განაცხადა, ინტერფრაქციული ჯგუფი პარლამენტის გამჭვირვალეობის მიზნით შესამუშავებელ პროექტებზე მსჯელობს.
,,კომუნიკაცია მხოლოდ ცალმხრივი არ უნდა იყოს. ეს უნდა იყოს ორმხირივი და მოსახლეობას საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ განსახილველ საკითხებზე საკუთარი პოზიცია უკეთ გამოხატოს. ამ მიზნით, სამუშაო ჯგუფი არის შექმნილი, რომელშიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და დეპუტატები შედიან. დღევანდელ სხდომაზე 18 საპროექტო მონახაზი იხილება და იმედი მაქვს, რომ მუშაობა დღეს დასრულდება შემდეგი წელიწადნახევრის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, - აცხადებს უსუფაშვილი.
მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნება ვებგვერდზე ისე უნდა ხდებოდეს, რომ მასზე კომენტირება იყოს შესაძლებელი.