დეპუტატები მიმდინარე კვირის დღის წესრიგს დღევანდელ ბიუროს სხდომაზე შეათანხმებენ. პარლამენტი ენის კანონზე მსჯელობას იწყებს. ასევე დაგეგმილია ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სემეკის ანგარიშების მოსმენა. გასულ კვირას კანონმდებლებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანი მიროტაძის განცხადებით, მესამე მოსმენის შემდეგ პარლამენტი უკვე მზად იქნება დაიწყოს მსჯელობა ახალი სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურაზე.