საბერძნეთში რეფერენდუმი დასრულდა. წინასწარი მონაცემებით, ბერძნებმა ევროზონის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
ოფიციალური ინოფრმაციით, მასში მონაწილეობა მოსახლეობის 65%-მა მიიღო. ამ დროისთვის კი დათვლილია ხმების 24%, საიდანაც 60 პროცენტზე მეტი საერთაშორისო კრედიტორებთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს, დანარჩენი კი ამ პროცესს ემხრობა.
საერთაშორისო კრედიტორებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა საბერძნეთისთვის ევროზონის დატოვებას ნიშნავს, რაც ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტას გამოიწვევს. საბერძნეთის ბანკებში ფულის მარაგი ილევა და შესაძლოა სამშაბათიდან ბაკომატებში თანხის გატანის 60- ევროიანი ლიმიტი კიდევ უფრო შემცირდეს.
ათენის მთავარ მოედანზე საზოგადოება რეფერენდუმის საბოლოო შედეგებს ელოდება.
სააგენტო Reuters-მა საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმის ეგზიტპოლების შედეგებს გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საბერძნეთის მოსახლეობის უმრავლესობამ საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნებზე უარი თქვა.
სააგენტოს ცნობით, კრედიტორთა მოთხოვნების წინააღმდეგი 49.5%-დან 54.5%-ია, კრედიტორების მოთხოვნებს მხარს უჭერს მოსახლეობის 45.5%-დან 50.5%-მდე.