ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ქვემო ქართლის ყოფილ რწმუნებულს ლევან მამალაძეს დადებითი დახასიათება მისცა. როგორც პოლიტიკოსმა „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა, ის აფასებს მამალაძეს როგორც ერთგულ ადამიანს. მისივე თქმით, ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებული „ნამდვილად პოლიტიკური დევნილია“.
„ბატონი ლევენ მამალაძე შევარდნაძის გუნდში იყო ერთადერთი გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც არ შეეკვრა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ბოლომდე უერთგულა შევარდნაძეს. მე როგორც ადამიანი ამას ვაფასებ, თუმცა ჩემთვის მიუღებელი იყო მისი პოზიცია. მე მეეჭვება, რომ მას რაღაც კრიმინალი ჰქონდეს ჩადენილი. ის ნამდვილად პოლიტიკური დევნილია“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი საზოგადოებრივ მოძრაობას - "სახალხო სამართალს" ქმნიან.