ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტები შალვა რამიშვილი და დავით აქუბარდია „ბნელიტა“-ს მიაკუთვნა. როგორც პოლიტიკოსმა „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა, ისინი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით „ბნელ საქმეს უკეთებენ საქართველოს“ და ამაში მილიონებს იღებენ.
„ბიძინა ივანიშვილმა თქვენ [მიმართავს შალვა რამიშვილს] გადმოგირიცხათ მილიონობით თანხა. <...> და არა მარტო თქვენ, აქუბარდიასაც, მთელ რიგ მომსახურე ჟურნალისტებს, დაქირავებულ არტისტებს, მწერლებს, სპორტსმენებს და არ გაიმეტა ახალგაზრდების სტიპენდიებისათვის. <...> ჩვენ გვინდა ისეთი მთავრობა, რომელიც ამ ახალგაზრდებზე იფიქრებს, მათ მშობლებზე და ოჯახებზე, და არა თქვენნაირ ე.წ. ელიტაზე, რომელსაც მე დავარქვი „ბნელიტა“, იმიტომ რომ თქვენ ბნელ საქმეს უკეთებთ საქართველოს“, - განაცხადა ნათელაშვილმა.