საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ უსაყვედურა ინგა გრიგოლიას იმის გამო, რომ ჟურნალისტმა ის „სათადარიგო სკამზე დასვა“. კახა ცხადაძის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ „რეაქციაში“ სტუმრობისას მას მხოლოდ ერთი საათის შემდეგ სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცა.
„სათადარიგოზე ამდენი ხანი ცხოვრებაში არ ვმჯდარვარ. სულ 11 ნომრით ვთამაშობდი. საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი სათადარიგო არ უნდა იყოს“, – განაცხადა კახა ცხადაძემ.
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ეს ფრაზა ჟურნალისტის მხრიდან პასუხგაუცემელი არ დარჩა.
„მე ჩემს თავს არასოდეს მივცემ უფლებას, რომ დავიწყო მითითებები, როგორ უნდა განსაზღვროთ თქვენ თქვენი თამაში და განლაგება“. – უპასუხა გრიგოლიამ.
ამით ინციდენტი ამოიწურა.