საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორი არჩილ არველაძე საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" გასვლას ევროტურნირებზე პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს. ამის შესახებ მან „რეაქციის“ ეთერში განაცხადა.
„უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა ქართული ფეხბურთის და პოლიტიკურ სარბიელზე: საქართველოს სახელით „ცხინვალი“ გავიდა ევროპაში და მანდ ჩვენი დროშა ააფრიალა. ეს სასიხარულოა“, - განაცხადა არჩილ არველაძემ.